სფეროს დაზარალებულები: დღეს აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფოს მთავარი ქონებები არ აქვს შეფასებული
"სფერო ჰილდინგის" და "სფერო ინვესტის" დაზარალებული ათობით მოქალაქე საქალაქო სასამართლოსთან მივიდა. დღეს თაღლითობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. გივი წულეისკირის, გიორგი მურუსიძის და სოფო პეტრიაშვილის წინააღმდეგ დღეს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს.
დაზარალებულები თანხების ანაზრაურებას უკვე თეებია ითხოვენ. მათი თქმით, დღეს აღმოაჩნეს, რომ სახელმწიფოს არ აქვს შეფასებული მთავარი ქონებები - საუბარია აღნაგობით "ესეია ჯორჯიას" მიწაზე აშენებულ კორპუსებზე, რომლებიც "სფერო ჰოლდინიგის" მთავარ ქონებას წარმოადგენს.
ჩვენი პრობლემა ისევ რჩება პრობლემად - თანხების ანაზღაურება. მინდა მოვუწოდო საგამოძიებო უწყებებს, 4 თვეა ველოდებით ქონების შეფასებებს და დღეს აღმოვაჩინეთ რომ სახელმწიფოს არ აქვს შეფასებული მთავარი ქონებები, რომელიც არის აღნაგობით ესეია ჯორჯიას მიწაზე აშენებული კორპუსები, რომლებიც სფერო -ჰოლდინიგის მთავარ ქონებას წარმოადგენს. სასწრაფოდ ვითხოვთ პროკურატურისგან, საგამოძიებო უწყებებისგან, შეფასებულ იქნას აღნაგობით აშენებული ქონებები, რომელცი სფერო ჰოლდინგის მთავარ ქონებას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვრჩებით ქუჩაში", - ამბობს დაზარალებული.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.
პროკურატურის განცხადებით, გივი წულეისკირი, გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი მოტყუებით დაეუფლნენ 29 მილიონზე მეტ ლარს.