შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები შიოს სასარგებლოდ შეცვლიან მართვა გამგეობის დებულებას - ზვიად ცაბაძე

01.04.26 13:29
შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები შიოს სასარგებლოდ შეცვლიან მართვა გამგეობის დებულებას - ზვიად ცაბაძე

 

 

რელიგიის  ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე,  ზვიად ცაბაძე ამტკიცებს, რომ სამ აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე, ეპისკოპოსების ნაწილი მართვა-გამგეობის დებულებას მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ შეცვლიან, რითიც მოსაყდრეს, კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.

ცაბაძის განცხადებით, ამის შესახებ მას ინფორმაცია სიგნალის აპლიკაციის მეშვეობით ანონიმურად გაუგზავნეს და მალევე წაშალეს. 

შიოს მომხრე და მოსყიდული ეპისკოპოსები შიოს სასარგებლოდ და სხვა საპატრიარქო კანდიდატთა საზიანოდ შეცვლიან მართვა გამგეობის დებულებას. როგორც წყარო იტყობინებოდა, მღვდელმთავართა ნაწილმა უკვე აიღო 30 ვერცხლი. მე ამ ინფორმაციის დადასტურება არ შემიძლია,რ ადგან ეს შეტყობინება  როგორც ვტქვი მალევე წაიშალა. დაველოდოთ სამი აპრილის სინოდს და შემდეგ ვიმსჯელოთ", - ამბობს ზვიად ცაბაძე.  

თუ სინოდი დაადგენს რომ 70წელზე თუნდაც ერთი დღით მეტი ასაკის პირს არ შეუძლია პატრიარქობა კენჭისყრას ავტომატურად ჩამოშორდება საჩხერის და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი. თუ სხდომაზე გადაწყვეტენ რომ საჭიროა თეოლოგიური დიპლომი პროცესს ეთიშება ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიაც.