„სასახლის ღობის“ საქმე დასკვნით ეტაპზეა - პროცესზე მოწმე პოლიციელი დაიკითხება

01.04.26 14:16
„სასახლის ღობის“ საქმე დასკვნით ეტაპზეა - პროცესზე მოწმე პოლიციელი დაიკითხება

„სასახლის ღობის“ საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის — დღეს ბოლო მოწმე დაიკითხება. საუბარია პოლიციელზე, რომელიც ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიაყენეს.

განსასჯელის სკამზე იქნება ბექა მაჭავარიანი, ბრალდებული, რომელმაც საპროცესოს გაფორმების თხოვნით ბრალდებას უკვე მიმართა.

არ არის გამორიცხული, დღესვე გამოიკვლიონ ვიდეომტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარე განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

თითქმის სრულდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა. სავარაუდოდ, რა მოწმეებიც არიან დარჩენილი, იმ მოწმეებსაც ჩახსნიან. ჩვენ ვისაც ვხედავთ, ვინც მოდის სასამართლო პროცესებზე და აძლევს ჩვენებას, მათი ჩვენებები არ გახლავთ დამაჯერებელი და რაც შეეხება სხვა ვიდეომტკიცცებულებებს, რომელიც ქვთ წარმოდგენილი, კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტმა თქვა, რომ შეიძლება, ის არის, შეიძლება - არც არისო. შესაბამისად, თუ არის ეჭვი, ეს ეჭი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საბოლოო ჯამში რასაც ვედავთ, მოლოდინი უნდა გვქონდეს იმის, სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლოში, რომ გამოვა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა დაველოდოთ, რა მოხდება, - ამბობს ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა.