სასახლის ღობის საქმე - მოწმე პოლიციელმა პროცესზე ჩვენება შეცვალა

01.04.26 21:32
სასახლის ღობის საქმე  - მოწმე პოლიციელმა პროცესზე ჩვენება შეცვალა

„სასახლის ღობის საქმეზე“ სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოწმესა და ბრალდების მხარეს შორის გამწვავდა — დაზარალებულმა პოლიციელმა ჩვენება პროცესის მიმდინარეობისას შეცვალა.

მოწმემ თავდაპირველად განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებიდან ვერავის ამოიცნობდა, რადგან ათონელის ქუჩაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით, დამატებითი კითხვების შემდეგ, თქვა, რომ მასიდან გამოყოფილი კახაბერ კვაჭანტირაძე დაიმახსოვრა. შეცვლილმა პოზიციამ დარბაზში დაძაბულობა გამოიწვია, რის შემდეგაც პროცესში მოსამართლე ჩაერთო.

ბრალდების ვერსიით, დაზარალებულმა პოლიციელმა ბრალდებულის ამოცნობა ვიდეომასალის დათვალიერებისას მოახერხა. თუმცა, პროკურორისა და მოწმის ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რაც პროცესზე დამატებით კითხვებს აჩენს.

საქმეზე სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმის ჩვენება არათანმიმდევრულია და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ადვოკატები ასევე ვარაუდობენ, რომ მოვლენები ათონელის ქუჩაზე წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი იყო.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.