მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ "ტაბულას" ჟურნალისტის წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე შეწყვიტა

02.04.26 15:41
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ "ტაბულას" ჟურნალისტის წინააღმდეგ "გზის გადაკეტვის" საქმე შეწყვიტა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ „ტაბულას“ ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას „გზის გადაკეტვის საქმე“ შეწყვიტა. 

მარიამ კუპრავას 7 თებერვალს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შსს რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავებოდა.

„ტაბულას“ ცნობით, მარიამ კუპრავას ადგილზე მუშაობის დროს ეკეთა მედიის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტები - სამკლაური წარწერით Press და სამსახურებრივი ბარათი. გამოცემა იუწყება, რომ ეს ვიდეოშიც ჩანდა და მოსამართლემაც შსს-ს წარმომადგენელს ჰკითხა, შენიშნეს თუ არა ეს და მიუხედავად ამისა, მაინც ჩათვალეს თუ არა კუპრავა აქციის მონაწილედ.

17 თებერვლის ეპიზოდზე, იგივე მსოამართლემ, თორნიკე კაპანაძემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ჟურნალისტს, გამომცემელს და პუბლიციტს გუკა სულხანიშვილს, რომელსაც შს "გზის გადაკეტვას"ედავებოდა.