აშშ-ს საელჩო: დღეიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა

02.04.26 16:05
აშშ-ს საელჩო: დღეიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა

დღეიდან ძალაში შედის სავიზო დეპოზიტის პროგრამა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

  • დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#Deposit

ცნობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2 აპრილიდან საქართველო იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლის მოქალაქესაც აშშ-ის ვიზის მისაღებად სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა.

ახალი რეგულაციის თანახმად, B1 (ბიზნეს) და B2 (ტურისტული) ვიზის მსურველებს ფულადი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. კონსულს უფლება აქვს დააწესოს $5,000, $10,000 ან $15,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტი.

  • თანხა ინდივიდუალურად განისაზღვრება გასაუბრებისას. დეპოზიტი სრულად უბრუნდება მფლობელს, თუ ის აშშ-ს დატოვებს ვიზით განსაზღვრულ ვადაში.