როგორ გადაწყდა პრორუსი იგორ დოდონის საქართველოში ვიზიტი - რას ამბობენ "ოცნებაში"
თბილისში მყოფი მოლდოვის პრორუსი ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი და პრორუსი მოლდოველი დეპუტატები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მარიამ ლაშხს, ისკო დასენსა და გია ბენაშვილს შეხვდნენ.
"პირველებმა" კითხვები დაუსვა ისკო დასენს და ჰკითხა, როგორ შეირჩა მოლდოვის დელეგაცია, თუ ვინ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, რაზეც "ოცნების" წევრი ირწმუნებოდა, რომ მოლდოვის დელეგაცია თავად დაუკავშირდა.
მოლდოვის დელეგაცია თვითონ დაგვიკავშირდა, მაგათმა მოითხოვეს შეხვედრა, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარი არის სხვა. მოლდოვაც და ჩვენც ორივე ვართ პროევროპული ქვეყნები. ჩვენ ამასტან დაკავშირებით გვექნება განცხადებები ერთმანეთის მიმართ. (ჟურნალისტი - თქვენ ფიქრობთ რომ დოდონი პროევროპელია?) მე ასე არ ვფიქრობ, ეს მოლდოვამ იფიქროს, ეგ უკვე მაგათი საქმეა, მაგრამ თვითონ ქვეყანა არის პროევროპული.
პროგრამის მიხედვით, მოლდოვის დელეგაციაში შედიან პრორუსული „სოციალისტური პარტიის” წევრები: ბოგდატ ცირდეა, იგორ დოდონი, პეტრუ ბურდუჯა, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლგა ურსუ („ალტერნატივა“), ვასილე კოსტიუკი („დემოკრატია სახლშის“) და ასისტენტი ჟურნალისტი ელენა დუკა. თუმცა არავინ მაია სანდუს პარტიიდან.
"პირვლებმა" დასენს ჰკითხა, რა საკითხები აქვს "ოცნებას" განსახილველი ასეთ დელეგაცაისთან.
მე არავინ არ მეკიხთებოდა ვინ ჩემოვიდა. ეგენი თვითონ წყვეტდა აქ ვინ ჩამოვიდოდა.
ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე იგორ დოდონი მოსკოვში იმყოფებოდა.
- ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ გამოაქვეყნა მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის პროგრამა. პროგრამიდან ირკვევა, რომ ვიზიტი 1-5 აპრილს იმართება და დაგეგმილია პარლამენტის ტური და შეხვედრა ისკო დასენთან, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
ასევე ნახეთ: