ნოდარ მელაძე ComCom-ის სხდომაზე: სულ რომ ჯარიმები გამოწეროთ, ტერმინებს - "სინდისის პატიმარი", "პოლიტიკურ პატიმარი" ვერაფერი გააქრობს

02.04.26 18:34
ნოდარ მელაძე ComCom-ის სხდომაზე: სულ რომ ჯარიმები გამოწეროთ, ტერმინებს - "სინდისის პატიმარი", "პოლიტიკურ პატიმარი" ვერაფერი გააქრობს

 

 

ოლიგარქი, ქართული ოცნების მინისტრი, სინდისის პატიმარი, ნადირობის ღამე აქტივისტებზე.- მარეგულირებელი კომისია ცდილობს, სატელევბიზიო ეთერიდან ეს ტერმინები გაქრეს.

დღეს ტელევიზიიების  წინააღმდეგ ახალი წარმოება დაიწყო.

“ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მარეგულირებლი კომისიის სხდომაზე თქვა, რომ ტელევიზიაში არსებობს ცირკულირებადი ტერმინები და სულ რომ კვირაში ერთხელ ჯარიმა გამოწერონ, ამ ტერმინებს ვერაფერი გააქრობს.

მისი თქმით, “ტვ პირველის“ ეთერში გასული ახალი ამბები, რომლებიც დარღვევადაა მიჩნეული, აჩენს განცდას, რომ მსგავსი თემები აღარ გაშუქდეს. 

აქ დასახელებული, დარღვევად მიჩნეული ახალი ამბები, რომელიც ჩვენს ეთერში გავიდა, აჩენს განცდას, რომ რეალურად რეგულატორის მიზანია, ჩვენ გარკვეულწილად შევზღუდოთ ისეთი თემების გაშუქება და აღარ დავუთმოთ ეთერი, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემას. არ ვილაპარაკოთ სინდისის პატიმრებზე, არ ვილაპარაკოთ სასამართლო დარბაზებში აღმოჩენილ იმ უზუსტობებზე, მოწმეთა საეჭვო ჩვენბებეზე, რომლებზეც ისინი საუბრობენ, რასაც ჟურნალისტები ადგილზე მოიპოვებენ. ანუ, თქვენ ახლა ცდილობთ, რომ მოახდინოთ მოსალოდნელი სანქციის რისკიდან გამომდინარე, მედიაზე ზეწოლა, რომ თუ ვინმე კომენტარს არ აკეთებს, ეს თემა არ გავუშვათ. არსებობს ცირკულირებადი ტერმინები საინფორმაციო სივრცეში და ეს ცირკულირებადი ტერმინები არც “ტვ პირველის“ და არც ერთი კონკრეტული ადამიანის მოგონილი არ არის. მაშინ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტერმინ ოლიგარქის გამოყენებაზე - ანუ, თუ ოლიგარქს ვიყენებ სამართალდარღვევაა, თუ აშშ-ის სენატორების მიერ უხეირო ოლიგარქად შეფასებული - ამ ტერმინს გამოვიყენებ , ეს არ იქნება დარღვევა?. არის ცირკულირებადი ტერმინები  და ამას საინფორმაციო ეთერიდან ვერაფერი გააქრობს. სულ რომ კვირაში ერთხელ ჯარიმა გამოწეროთ, ტერმინებს- სინდისის პატიმარს, პოლიტიკურ პატიმარს - ამ ტერმინებს ვერაფერი გააქრობს, რადგან ასეთი აღქმაა ადამიანების. ზოგადად, ბუნებაში არ არსებობს, ვერ იპოვით ვერცერთ შემთხვევას, როდესაც რომელიმე უწყებამ, “ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურს რაიმე საპასუხო კომენტარი მიაწოდა, იმ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც აშუქებდა და ეს ეთერში არ გასულა. დააგზავნეთ წერილები, დავიწყოთ - მთავრობის ადმინისტრაცია, შსს, სუსი, განათლების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნებისმიერი უწყება, არ არსებობს ასეთი, თუ უწყება კომენტარს არ აკეთებს, მე მის კომენტარს ვერ მოვიგონებ და მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, - ამბობს მელაძე.

კომუნიკაციების კომისიაში მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხები  განიხილეს. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მონიტორინგის მიზანი ამ მაუწყებლების მიერ ახალი ამბების პროგრამაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება იყო.

  • „TV პირველთან“ დაკავშირებით მომზადებულ მოხსენებით ბარათში იმის დასასაბუთებლად, რომ ტელეკომპანია ახალი ამბების პროგრამაში საკითხს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდა, მოყვანილია ფრაზები : „ოლიგარქის პარტიამ“, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის გუნდმა გადაწყვიტა რომ სინდისის პატიმარი მსახიობის ბანერი გააქროს ფასადიდან იმისთვის რათა ალტერნატიული რეალობა შესთავაზობს მათ შორის ამ ტელევიზიის მაყურებელს“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“, „რეჟიმს“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ოცნების მინისტრს“, „ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“, „ოცნების სუსის“ და სხვ. 
  • მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი ასევე, მიიჩნევს, რომ „TV პირველმა“ 9 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტებში: „აქცია ილიაუნის მხარდასაჭერად“, „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ არ დაიცვა მიუკერძოებლობის პრინციპი და ბალანსი, რადგან მათში ალტერნატიული პოზიცია, მეორე მასალის შემთხვევაში მაგ. პოლიციის კომენტარი, წარმოჩენილი არ იყო.