ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი - გახარიას გუნდის წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ანანიძის დანიშვნაზე
ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია-საქართველოსთვის” წევრი, არჩილ სამნიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძის დანიშვნას.
სამნიძემ დღეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
გახარიას გუნდის წევრი ფიქრობს, რომ, დავით გაბაიძის (უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარი) გაწონასწორებული პოზიციები არ აწყობდა „ოცნებას“ და სწორედ ამიტომ დაინიშნა ამ პოსტზე ანანიძე.
„თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირების შედეგი და როგორც ჩანს პარტია „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში და ისევე საქართველოს პარლამენტში, რადიკალიზაციის ხარისხი ცოტა მაღლა ასწიოს. როგორც ჩანს, ბატონი დავით გაბაიძის გაწონასწორებული და დაბალანსებული პოზიციები არ აწყობდა „ოცნებას“ რადიკალური პოზიციების გაჟღერებისათვის და გადაწყდა, რომ უმაღლეს საბჭოში რადიკალიზაციას მოუმატონ. მიუხედავად პიროვნული პატივისცემისა, ბატონი ცოტნეს მიმართ, დავაკვირდებით მოვლენებს, ყველა ნათლად დავინახავთ რა პროცესები განვითარება აჭარის უმაღლეს საბჭოში”,- აღნიშნა არჩილ სამნიძემ.
თავის მხრივ, ცოტნე ანანიძე "ოცნებაში" "კლანურ დაპირისპირებსბ" უარყოფს და ამტკიცებს, რომდ ავით გაბაიძე თანამდებობიდან წასვლას დიდი ხანი განიხილავდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ცოტნე ანანიძე გახდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, დღეს ცოტნე ანანიძე უმრავლესობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს.