მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
მარნეულში კაცი მოკლეს - "პირველების" ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდა კაცს ჭრილობები ყელის არეში დანით მიაყენა.
დაშავებული კაცი მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "პირველებს" უყვებიან, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა წარსულში მომხდარ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
ქალაქის მთავარ სააავადმყოფოში დღეს პოლიცია იყო მობილიზებული, რადგან რაც ექიმებმა დაშავებული კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საგამოძიებო მოქმედებები შემთვევის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.