ანტისანიტარია, დაავადებული ლეკვები და ძაღლები ეპილეფსიის შეტევით - მძიმე ვითარება მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში

02.04.26 20:14
ანტისანიტარია, დაავადებული ლეკვები და ძაღლები ეპილეფსიის შეტევით - მძიმე ვითარება მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში

ანტისანიტარია, ენტერიტით დაავადებული ლეკვები და მიუსაფარი ძაღლები ეპილეფსიის შეტევით - ასეთი ვითარება დახვდათ დღეს ცხოველთა უფლებადამცველებს, რომლებიც თბილისის მერიის  მუნიციპალურ თავშესფარში. ქუჩებიდან გატაცებული ცხოველების მოსაძებნად მისული ხალხი შემზარავი სურათის წინაშე აღმოჩნდნენ. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა რაც გაუჩინარებული ძაღლების კვალს, ხალხმა ფეკალიებით სავსე ვოლიერებში მიაგნო.

ცხოველები, რომლებზეც კვირების განმავლობაში მიმკედლებლებს ინფორმაციას უმალავდნენ, გაირკვა რომ მუნიციპალურ თავშესაფარში იყვნენ. თუმცა თბილისის ქუჩებიდან ბოლო კვირებში გამქრალი ათობით ძაღლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ვოლიერების დიდ ნაწილს დღეს დატანილი არ ჰქონდა ინფორმაცია, რაც უნდა აღწერდეს რომელი ძაღლი, საიდან და რა ჩივილებით შეიყვანეს.

ჩნდება კითხვა, რატომ უმალავენ ხალხს ამბავს რომ მათი მიკედლებული ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანეს?? ცხოველთა უფლებადამცველებს აქვთ ეჭვი რომ ინფორმაციით დამალვა, ცხოველების დასაძინებლად და ხმაურის გარეშე გასაქრობად სჭირდებათ.

ხალხი დღეს მუნიციპალურ თავშესაფართან იმ ძაღლების ფოტოებით მივიდა, რომლებიც ბოლო კვირებში დედაქალაქიდან უბრალოდ გააქრეს. მიმკედლებლებმა გამოძიება თავად ჩაატარეს და გარე სამეთვალყურეო კამერებში ნახეს რომ სურსათის უვნებლობის სამსახური ატყუებდა როცა ამბობდა რომ ცხოველები მათ არ წაუყვანიათ.

დღის ბოლოს კი თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა - კალაძის უწყება რეაგირების მოხდენით ემუქრება ცხოველების უფლებების დამცველებს, ვინც დღეს მუნიციპალურ თავშესაფარში შევიდა და ძაღლების მძიმე მდგომარეობაში ყოფნა აღბეჭდა.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.