მარეგულირებელი კომისია ტელეკომპანიების წინააღმდეგ - ComCom რეპორტაჟების შინაარსის კონტროლს იწყებს
მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიების წინააღმდეგ ახალი საქმის წარმოება დაიწყო - კომუნიკაციების კომისია რეპორტაჟების შინაარსის კონტროლს იწყებს. სინდისის პატიმარი, ოლიგარქი, ოცნების მინისტრი - ფრაზებს, რომელიც საყოველთაოდ გავრცელებულია, კომისია სადაოდ ხდის.
მარეგულირებელი კომისიის ლოგიკით ეთერში არ უნდა გასულიყო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სტენსილის დახატვის გამო დაკავებული მოქალაქის ამბავი - ასევე არ უნდა გაშუქებულიყო ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა ან დავით ჩხეიძის უკანონოდ გაჩერება და ნარკოტესტირებაზე გადაყვანა. ტვ პირველის პოზიციაა, რომ ამბების გაშუქება არ შეწყდება მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიმე უწყება მასთან არ თანამშრომლობს.
ყველა ის ფრაზა, რასაც კომისია სადაოდ ხდის კონტექსტიდან ამოგლეჯილია - ჟურნალისტებიც და წამყვანებიც არა საკუთარი შეფასებებით, არამედ რესპოდენტბზე დაყრდნობით საუბრობენ და ეს ყველაფერი აღქმადია სრულ სიუჟეტში, თუმცა, კომისია მხოლოდ ცალკეული ფრაზებით მსჯელობს.
კომუნიკაციების კომისიამ 4 ტელევიზიის მხრიდან შესაძლო დარღვევებზე იმსჯელა - მათ შორის მოისმინა ფორმულას პოზიციაც. მაშინ, როცა სადაო ხდება ფრაზები ოცნების პარლამენტი, ოლიგარქის პარტია - იურისტი შიშობს, რომ კომისია ჟურნალისტურ ტერმინოლოგიებში ერევა.
თუ კომისია დაადგენს, რომ ტელეკომპანიებმა კანონი დაარღვიეს მოსალოდნელია ან გაფრთხილება ან ფულადი ჯარიმა - მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას 8 აპრილს გამოაცხადებს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.