ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია-მეუფე ვახტანგი

02.04.26 22:39
ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია-მეუფე ვახტანგი

ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია, - ამის შესახებ მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ცურტაველი მიტროპოლიტის თქმით, მეუფე შიო უპირობოდ იქნება ერთ-ერთი კანდიდატი, რადგან მისმა უწმინდესობამ, ყველას წარუდგინა თავისივე სიცოცხლეში.

მეუფე შიო უპირობოდ იქნება ერთ-ერთი კანდიდატი. არის მითქმა-მოთქმა, თითქოს, ანდერძი სად არის, იქ რა დაიწერა და ა. შ. არავითარი ანდერძი არ სჭირდება ამას, როდესაც თავის სიცოცხლეში, მისმა უწმინდესობამ, ყველას წარუდგინა და გავიდა უდიდესი დრო, რომ ეს არის ჩემი მოსაყდრე. მორჩა-გათავდა, ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება. დღეს შესაძლოა ანდერძი ცოტა მოძველებული სახეცაა, მაგრამ რა დროს ანდერძია, როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დაასახელა უწმინდესობამ. ვიზიარებ ასეთ ხედავს და ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, უპირობოდ, მეუფე შიო, ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია პატრიარქობის. ეს ყველაფერი უწმინდესობამ სიცოცხლეშივე დაადასტურა. ეს არის ცოცხალი ანდერძი, სხვა არავინ წაურდეგნია მოსაყდრედ. 40 დღის შემდეგ იქნება კიდევ 2 კანდიდატი, მაგრამ ვინ და როგორები იქნებიან არ ვიცი,- განაცხადა მეუფემ. 

მეუფემ პატრიარქის არჩევის პროცედურებზე ისაუბრა და აღნიშან, რომ ეს იქნება ფარული კენჭისყრა და არავის ეცოდინება, ვინ ვის აძლევს ხმას. 

ახალ პატრიარქს ძალიან გაუჭირდება, თუმცა, თუ მას ეყოლება გამორჩეული, ძლიერი გუნდი, ექნებათ ერთი ხედვა, ერთი ნება, სამართლიანობა, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად გადაიჭურება მნიშვნელოვანი საკითხები და ყველა კმაყოფილი დარჩება, - დასძინა მეუფემ.