არავის აქვს უფლება სინოდის არჩევნებში ჩაერიოს, შესაძლოა, ეს ყველაფერი უმართავ სცენად გადაიქცეს-ცურტაველი მიტროპოლიტი
ცურტაველი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ არავის აქვს სინოდის არჩევნებში ჩარევის უფლება, ეს იქნება ერის თუ ეკლესიის მხრიდან, რადგან ჩარევა სიტუაციას უფრო დაძაბავს.
მეუფე დარწმუნებულია, რომ ჩარევა მღვდელმთავრების დაპირისპირებას გამოიწვევს და ყევლაფერი უმართავ სცენად გადაიქცევა.
არავის არ აქვს უფლება სინოდის არჩევნებში ჩაერიოს, ეს ერის მხრიდან იქნება თუ ეკლესიის მხრიდან იქნება. ჩემთვის მიუღებელია ასეთი რამ. ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას, მოიტანს მღვდელთავართა შორის დაპირისპირებას და შესაძლოა ეს ყველაფერი უმართავ სცენად გადაიქცეს. ვისაც აქვს ამის ხედვა, რომ ჩვენ სამართლიანად ჩავატაროთ სინოდის არჩევნები, არავის არ აქვს უფლება იქ ჩაერიოს, უფალმა უნდა გადაწყვიტოს.
ყველას აქვს თავისი ინტერესები, რუსეთსაც, მსოფლიო პატრიარქსაც ალბათ აქვს, ბიზანტიის თვალსაზრისით, თავისი ხედვები და ნება, ვფიქრობ, რომ ასეთი რამე არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ასეთი რამე მოხდა, მე თუ ვინმე მკითხავს, თქვენ სად იქნებით ამ დროს - მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ჩემი თავისუფლება, ეროვნული თავისუფლებაც და ეკლესიურიც, ეს არის ჩემი ხედვა, - განაცხადა მეუფემ.