კოსმოსური ხომალდი Orion დედამიწის ორბიტიდან გავიდა და მთვარისკენ მიემართება
კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა დედამიწის ორბიტა დატოვა და მთვარისკენ მიმართულება აიღო — ამის შესახებ BBC წერს.
ხომალდის დაძვრის პროცესი გეგმის შესაბამისად წარიმართა და დაახლოებით 6 წუთი გაგრძელდა. მისია „Artemis 2“-ის ფარგლებში ოთხი ასტრონავტი მონაწილეობს.
მისიის მიზანია მთვარის გარშემო ფრენა, რის შემდეგაც ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდება. მთლიანობაში მისია 9 დღეს გასტანს.
„Artemis 2“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მთვარეზე ადამიანის დაბრუნების პროგრამაში, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ ექსპედიციებს ითვალისწინებს.