დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დღეს სინოდის სხდომაზე შესაძლოა, საპატრიარქო კანდიდატის ასაკზეც იმსჯელონ
წმინდა სინოდი საპატრიარქოში იკრიბება - სასულიერო პირების შეხვედრა ზუსტად ერთ საათში უნდა დაიწყოს.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, საპატრიარქო კანდიდატის ასაკზეც იმსჯელონ.
როგორც დეკანოზმა განაცხადა, დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი.
დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმოება იმ პროცესუალური საკითხები მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდში მოხდება მაშ შემდეგ,რ აც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება, შემდეგი სინოდი და წისსწრები იქნება ეს. გაფართოებული კრება მოგეხსენებათ 40 დღიდან 2 თვის შუალედში უნდა ჩატარდეს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ასეა დებულებში. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება. ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას.
დღეს იქნება მსჯელობა იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, ამიტომ შესაძლოა ამაზეც (ასაკზეც) იყოს მსჯელობა, თუ დაისვა ეს საკითხი", - ამბობს ანდრია ჯაღამაიძე.
მაქსიმუმ რა ასაკის უნდა იყოს და განათლების რა ხარისხი უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს - დიდი ალბათობით, სწორედ ამის შესახებ იმსჯელებენ დღეს სინოდის წევრები.
სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს: