ჩორჩანას საქმე - დაიკითხება თუ არა ვახტანგ გომელაური

03.04.26 11:40
ჩორჩანას საქმე - დაიკითხება თუ არა ვახტანგ გომელაური

საქალაქო სასამართლოში ექს პრემიერის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ჩორჩანას საქმეზე გახარიას წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ გომელაურია, თუმცა, როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით, უცნობია.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მათ 30 მოწმე ჰყავთ და მათი გამოკითხვის რიგითობა პროცესების მიმდინარეობისას დადგენდება.

დღევანდელ პროცესზე ადგილობრივები გამოიკითხებიან და ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდიან.

ბრალდების მხარე საქმის არსებით განხილვას იწყებს, მომწეთა დაკითხვით. დღეს ორი მოწმე ეყოლება ბრალდების მხარეს - ესენი არიან სოფლის მოსახლეობა, რომლებიც სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება გომელაურს - ის არის მოწმეთა სიაში, შემდეგ პროცესეზე გადაწყდება მისი მოწმის სახით დაკითხვის საკითხი. თუკი დაცვის მხარე უდავოდ გახდის აღნიშნული მოწმის ჩვენებას, ლოგიკურია მისი დაკითხვა საჭირო არ გახდება. ამ მოცემულობით გომელაურის ჩვენება სადავოა და სასამართლო პროცესზე ის დაიკითხება. 30 მოწმეა დასაკითხი და ვინ როდის დაიკითხება, ამ რიგითობას, ბრალდების მხარე თითოეული პროცესის შემდეგ გეგმავს, - ამბობს საქმის პროკურორი.

როგორც გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა ამბობს, დღევანდელ პროცესზე აპირებენ დააყენონ შუამდგომლობა,  “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის, სადაც მისი თქმით,  მითითებულია, რომ გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური მოტივაციით დევნა.

გვაინტერესებს, რატომ დუმდა გომელაური 5 წლის განმავლობაში, თუ დანაშაული იყო ჩადენილი, რატომ არ გააჟღერა ინფორმაცია, ამდენი წლის განმავლობაში, თუ გახარია ეროვნული ინტერესების მოღალატე იყო, რატომ შევიდა მის სამთავრობო კაბინეტში ჩორჩანას საგუშაგოს დადგმიდან ზუსტად 2 კვირაში. მისი კაბინეტის წევრი იყო და ორჯერ გამოუცხადეს ნდობა მინსიტრის ტანამდებობაზე. არ ა მხოლოდ ვახტანგ გომელაურია, ე.წ. ოქროს მოწმედ მითითებული, დასაკითხ პირთა სიაში, ასევე არის მამუკა ბახტაძე, ყოფილი მინსიტრები თუ სხვა თანამდებობის პირები, შესაბამისად, ამ ადამიანებს, აუცილებლად მოუწევთ გამოცხადება სასამართლო პროცესზე და ჩვენების მიცემა და ვერ ამოეფარებიან ვერცერთი სოფლის მაცხოვრებლის ზურგს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენს მიერ დადგება შუამდგომლობა, მათ შორის “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის, სადაც მითითებულია, რომ გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური მოტივაციით დევნა, როგორც 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, - განაცხადა სიჭინავამ.

  • გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.