ჩორჩანას საქმეში "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის დართვაზე გახარიას ადვოკატებს მოსმართლე ჯინჯოლიამ უარი უთხრა
საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმეზე ექს პრემიერის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
გახარიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, საქმეში "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნის დართვაზე, თუმცა მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ უარი უთხრა. სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა, რომლის თანახმად, ეუთოს მიერ მომზადებულ დასკვნაში შეფასებებია, რაც რელევანტური საქმისთვის ვერ იქნება.
დაცვის მხარისთვის გაუგებარი იყო არგუმენტი მაშინ, როცა ქვეყანა ეუთოს წევრია. სასამართლოს შეფასებით, 300- გვერდიან დოკუმენტს საქმეს ვერ დაურთავდა, რადგან დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა.
საქალაქო სასამართლოში ექს პრემიერის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ჩორჩანას საქმეზე გახარიას წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ გომელაურია, თუმცა, როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით, უცნობია.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მათ 30 მოწმე ჰყავთ და მათი გამოკითხვის რიგითობა პროცესების მიმდინარეობისას დადგენდება.
დღევანდელ პროცესზე ადგილობრივები გამოიკითხებიან და ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდიან.
- გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.