კანონიკურად, 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატურიდან ასაკის გამო - მეუფე ზენონი
კანონიკურად, 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატურიდან ასაკის გამო - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მარალი იერარქის თქმით, ჩვენს დებულებაში ნაჩვენები არის, რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი, თუმცა ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას.
ადგილობრივი დებულება იერარქიულად, როგორც ნორმატივი, არ აღემატება კანონიკურ სამართალს, ისევე როგორც კონსტიტუციას არ აღემატება რაიმე კანონი - განაცხადა მეუფე ზენონმა.
რაც ჩემთვის ცნობილია, რაც შეტყობინებით მივიღე, სხდომა შეეხება საორგანიზაციაო საკითხებს და პროცედურულ საკითხებს. რაც შეეხება ასაკს და განათლების საკითხს, თუ ამაზე იქნება მსჯელობა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ასაკობრივ ზედა ზღვარს არ ადგენს კანონიკური სამართალი. ამიტომ, კანონიკურად 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატურიდან ასაკის გამო. მაგრამ ჩვენს დებულებაში ნაჩვენები არის, რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი. რამდენადაც ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, ამდენად იგი რა თქმა უნდა, ექვემდებარება ცვლილებას. შეიცვლება ცვლილებაც აუცილებელი არ არის, თუ უმრავლესობა გამონაკლისის სახით მიიჩნევს, რომ შეიძლება ეს პირობვნება, რომელიც 70 წელს არის გადაცილებული, იყოს საპატრიარქო კანდიდატი, მაშინ ცვლილებების საჭიროებაც არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგილობრივი დებულება იერარქიულად, როგორც ნორმატივი, არ აღემატება კანონიკურ სამართალს, ისევე როგორც კონსტიტუციას არ აღემატება რაიმე კანონი", - განაცხადა მეუფე ზენონმა.
მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან. ამ წუთებში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო არავლენს. ამის შემდეგ სინოდის სხდომა დაიწყება. მაღალი იერარქები უკვე საპატრიარქოში არიან.
მაქსიმუმ რა ასაკის უნდა იყოს და განათლების რა ხარისხი უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს - დიდი ალბათობით, სწორედ ამის შესახებ იმსჯელებენ დღეს სინოდის წევრები.
სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს: