როგორი ამინდი იქნება 3-6 აპრილს საქართველოში

03.04.26 13:00
როგორი ამინდი იქნება 3-6 აპრილს საქართველოში

3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)- აღნიშნული აგვრცელებულ ინფორმაციაში.