განათლებასთან დაკავშირებით ყველაფერს დაგიზუსტებთ - მეუფე ნიკოლოზი

03.04.26 13:14
განათლებასთან დაკავშირებით ყველაფერს დაგიზუსტებთ - მეუფე ნიკოლოზი

 

 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ დღეს სინოდი მათ შორის ისეთ საკითხებზე იმსჯელებს, როგორიცაა პატრიარქის ასაკი და განათლება. 

როგორც მაღალმა იერარქმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებათან განაცხადა, განათლებასთან დაკავშირებით ყველაფერს დააზუსტებენ და სხდომის შემდეგ ამაზე საჯაროდ ისაუბრებენ. 

"პირველების" ჟურანლისტის კითხვაზე, "აუცილებელია თუ არა თეოლოგის დიპლომი ახალი პატრიარქისთვის" - მეუფე ნიკოლოზი ამბობს: "ვნახოთ"

განვიხილავთ ამ ყველაფერს სინოდის სხდომაზე და რომ დამთავრდება მერე მოგიყვებით ყველაფერს. განათლებასთან დაკავშირებითაც ყველაფერს დაგიზუსტებთ. სინოდი მაგიტომ შეიკრიბა, რომ მაგ საკითხებზე ვიმსჯელოთ. 

(ტვ პირველის ჟურნალისტი - აუცილებელია დიპლომი?) - ვნახოთ... სინოდის მერე ყველაფერს გეტყვით, ვიმსჯელებთ ამაზე", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

საპატრიარქოშიი სინოდის სხდომა მიმდინარეობს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომაა.

სავარაუდოდ, დღეს მაღალი იერარქები იმ მთავარ კრიტერიუმებზე უნდა შეთანხმდნენ, რომლის  მეშვეობითაც  რამდენიმე კვირაში  ქართულ ეკლესიას ახალი მმართველი ეყოლება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, დღეს სინოდის სხდომაზე შესაძლოა, საპატრიარქო კანდიდატის ასაკზეც იყოს მსჯელობა. 

ასაკი და განათლება ის ორი ძირითადი საკითხია, რომლის ირგვლივაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

სასულიერო პირების ერთი ნაწილი ფიქრობს რომ საპატრიარქო ასაკს ორი წელი უნდა დაემატოს: