უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - კალაძის პირველი კომენტარი

03.04.26 15:14
უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - კალაძის პირველი კომენტარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე -  თბილისის მერი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ პასუხს მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე აგებს და სხვების ქმედებებს ვერ გააკონტროლებს.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ ის ევალება, რომ უფასო სასადილოებში სანიტარული ნორმები შემოწმოს, სხვა ყველაფერი კი კონტრაქტორი კომპანიების ვალდებულებაა.

კალაძის თქმით, დღევანდელ მოცემულობაში, ის საკუთარ შვილზეც კი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე დათვალიერებას, შეფასებას, რომ რამე პრობლემები არ იყოს. რაც შეეხება პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ შემჩნეული დანაშაულში, რა თქმა უნდა, ამას მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება.

მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც წარსულში, ისე აწმყოსა და მომავალში, 30 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს მინუცუპალიტეტში, თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, ან ჩაიდენს, კანონის წინააღმდეგ ყველას პაუსიხსგება მოუწევს. დღეს ისეთი მოცემულობაა, შესაძლოა, საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, - ტქვა კალაძემ.

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.