"ტიკ-ტოკერის" საქმე - ადვოკატი ამტკიცებს, რომ მთავარი მტკიცებულება კანონდარღვევითაა მოპოვებული
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ტიკ-ტოკერის, თეკლა გერსამიას ადვოკატი პაატა მეხრიშვილი აცხადებს, რომ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება კანონის დარღვევით არის მოპოვებული.
მისი თქმით, საუბარია პოლიციის განყოფილებაში იძულების, მუქარისა და ცრუ დაპირებების ფონზე მიღებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც, ადვოკატის შეფასებით, სანდოობას ვერ აკმაყოფილებს და არასრულყოფილია.
სამწუხაროდ, საქმეში არსებობდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება. პოლიციის განყოფილებაში მრავალსაათიანი იძულების, მუქარის, ცრუ დაპირებების შედეგად მიღებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, დაჭრილი ისიც, იმიტომ, რომ არ თავი ჩანს, არც ბოლო ჩანს, როგორ შედის კაბინეტში, როგორ მთავრდება, წყდება პირდაპირ შუაში კადრი. მოკლედ, არ ვიცი, თვითონ ჩანაწერი თავისი ფორმითაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თიტქოს იქ ამბობს, რომ "მე, მე დავარტყი", მაგრამ ამ "მე დავარტყის" მოსდევს ისეთი რაღაცეები, რომ "თქვენ ხომ დაპირდით და ხომ მიშვებთ და ბავშვს ხომ არ წამართმევთ". მოკლედ, ისეთ რაღაცეებს მოაყოლებს აი, აშკარად ჩანს, რომ იქ იყო ბევრი ცრუ დაპირება, ბევრი მუქარა, შანტაჟი და ასეთი გზით იყო ეს ფარული ჩანაწერი გაკეთებული.
ჩვენ დავაყენეთ წინა სასამართლო სხდომაზე მისი დაუშვებლად ცნობაც, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მისი არგამოყენების შუამდგომლობაც, თუმცა სასამართლოებმა ეს არ გაიზიარეს და შეაჩეჩეს ნაფიც მსაჯულებს ასეთი გზით მოპოვებული აღიარებითი ჩვენება, რზეც, სამწუხაროდ, ნაფიც მსაჯულებმაც ვერ გასცეს სათანადო პასუხი და გაიზიარეს, - ამბობს პაატა მეხრიშვილი.
tik-tok-ერ თეკლა გერსამიას, რომელსაც ნაფიცმა მსაჯულებმა ქმრის, ლუკა დარასელიას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისსთვის გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.