ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

08.04.26 23:07
ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.