დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

09.04.26 10:35
დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

დიდ ზუთშაბათთან დაკავშირებითტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. დღეს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი თორმეტი ვნების სახარებას წაიკითხავენ.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.