პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ, სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავა

09.04.26 11:01
პარლამენტთან  დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ, სავარაუდოდ, ერთი პირი დააკავა

ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე -  ფოტოგრაფი MO-SE ავრცელებს ფოტოებს და წერს, რომ აქციის მონარილეებს პარლამენტთან ორი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვლის თქმით, კი პოლიციამ უწყვეტის პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავა. მისივე ინფორმაციით, იქამდე შაკო ბაღდოშვილს უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე შეკრებილების თქმით, დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე  რუსთაველზე უცნობი პირი გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“. აღნიშნულმა ფაქტმა, ისინი გააღიზიანა, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება იყო.

საბოლოოდ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა  ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.