პოლონეთის საგარეო პოლიტიკის EU-ის გაფართოების კონტექსტში საქართველო ნახსენები არაა
ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე - პოლონეთმა 2026–2030 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საქართველო ნახსენები არ არის.
დოკუმენტში ვარშავა პრიორიტეტულ პარტნიორებად მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ასახელებს.
-
სტრატეგიის მიხედვით, პოლონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის ზონის გაზრდის საშუალებას, თუმცა კატეგორიულად ეწინააღმდეგება კრიტერიუმების შემსუბუქებას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას (პრინციპით „მეტი მეტისთვის“) და სრულად უნდა იცავდეს პოლონეთის საკვანძო ინტერესებს.
-
ვარშავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი დღეს რუსული რევიზიონიზმისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში იმყოფება.
ოპოზიციის შეფასებით, ის, რომ გაფართოების ანგარიშში საქართველო აღარ ფუნქციონირებს, ეს "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.
ეს არის ქოცური რეჟიმის პირდაპირი დამსახურება. საქართველო არის ჩამოშაორებული იმ უნიკალურ ფანჯარას, იმ გზას, იმ შანსს, რასაც ეს ქვეყანა მიჰყავდა და უნდა მიეყვანა მეტი კეთილდღეობისკენ და მეტი მშვიდობისკენ. ჩვენ გვესაუბრებიან მშვიდობაზე, მაგრამ ალიანსებს კრავენ ომის პარტიებთან. ჩვენ გველაპარაკებიან ევროკავშირის გზაზე, ისე, რომ ყველა მისკენ მიმავალი გზა არის გადაქცეული ჩიხად და ამ ჩიხის ბოლოში დგას "ქართული ოცნების" რეჟიმი. ევროპა არის მზად, ქართველი ხალხი არის მზად, ჩვენი ნება არის ადგილზე, ერთადერთი ბლოკი, რაც ადგილზე არის გაჩხერილი, ეს არის "ოცნების" რეჟიმი", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.
ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს მშვიდობის გარანტი სწორედ ამ ქოლგის ქვეშ გაერთინაბეაა, რასაც ევროპული კავშირი ჰქვია.
საქართველოში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, თუ ჩვენ არ შევუერთდებით ყველაზე დიდ ქოლგას მშვიდობის და ეს არის ევროკავშირი, ამიტომ როდესაც გაფართოების ანგარიშში საქართველო აღარ ფუნქციონირებს და აღარ არის როგორც ფიგურა, როგორც ლიდერი რეგიონის (ერთ დროს ჩვენ ვიყავით რეგიონის ლიდერი), რა თქმა უნდა, ეს არის ის შედეგი, რა შედეგიც დადგა დღეს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.