კაცი, რომელსაც პოლიციამ ბორკილები პარლამენტთან დაადო, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

09.04.26 16:29
კაცი, რომელსაც პოლიციამ ბორკილები პარლამენტთან დაადო, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

"პირველების" ინფორმაციით, შუახნის კაცი, რომელსაც პოლიციამ ბორკილები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაადო, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ კაცი მაშინ დააკავა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" ლიდერების მიტანილ გვირგვინის გატანას ცდილობდა. 

აქტივისტების თქმით, დაკავებულმა ბიძინა ივანიშვილს მოღალატე უწოდა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს შეაგინა.