ვინ შეიძლება შექმნას ახალი პარტია? - ზურაბიშვილის მოწოდებას პირველი შეფასებები მოჰყვა

09.04.26 17:30
ვინ შეიძლება შექმნას ახალი პარტია? - ზურაბიშვილის მოწოდებას პირველი შეფასებები მოჰყვა

ვინ შეიძლება შექმნას ახალი პარტია? - სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, რომ საჭიროა ქართულ პოლიტიკაში ახალი პარტიები გამოჩდნენ, პირველი შეფასებები მოჰყვა. 

ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი იზიარებს სალომე ზურაბიშვილის პათოსს და აცხადებს, რომ ახალი ხელწერა, ახალი მიდგომა და ახალი ძალა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. 

მისი თქმით, საჭიროა არა უკვე ათასჯერ ნათქვამის გამეორება და სადღეგრძელოებით საუბარი, არამედ რაღაც ახალი და ძალიან რეალისტური. 

ვუერთდები ქალბატონი სალომეს პათოსს, განცხადებას, ოღონდ მცირე შესწორებას გავაკეთებ. ჩემი აზრით, ეს ახალი ძალა თვითმიზანი არ არის - ალბათ ახალი მიდგომა, ახალი ხელწერა და ახალი ძალა რეალობის და ქვეყნის განვითარების. არა უკვე ათასჯერ ნათქვამის გამეორება, არამედ რეალურად გადაწყვეტილებებზე, არა სადღეგრძელოების ფორმატში, კონკრეტული შეთავაზებებით, ან შეთავაზებები ძალიან ობიექტური, რეალისტური და პრაგმატული. ვცდილობთ შეძლებისდაგვარად. ეს რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რომ სწორედ ასეთი სიახლის კუთხით ასეთი ნიშა დავიჭიროთ. რაც შეეხება ფორმალურ ალიანსს, ვფიქრობ, რომ იმ საშინაო დავალების გამო, რომელიც ვახსენე, ჯერჯერობით, ასეთ ფორმალურ რეფორმაზე ფიქრი ჯერჯერობით ნადრევია, მაგრამ ეს არ მიშლის არც მე ხელს, არც ჩემს თანაგუნდელებს, რომ  ძალიან კარგი, ღია კომუნიკაცია ვიქონიოთ არაერთ თქვენთვსი ცნობილ სახესთან" -  აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოწოდებას მიესალმება პოლიტიკური მოძრაობა "სართულის" ლიდერი, ვადო მაჭავარიანიც. მისი თქმით, ახალმა სახეებმა და ახალმა თაობამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას ქვეყნის მომავლისთვსი ბრძოლაში. 

ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, არის პრინციპული სხვაობები, იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ახალი პოლიტიკის წარმოება გვინდა - ამბობს ვადო მაჭავარიანი. 

გასახარია, თუ ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალბატონი სალომე ხედავს იმ საჭიროებასაც და იმ პოტენციალსაც, რომ ამ ქვეყანაში მართლაც ახალმა სახეებმა და ახალმა თაობამ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. უნდა გავაკეთოთ რაღაც საიმისოდ, რომ მართლა შეიცვალოს ეს ყველაფერი. ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. მთელი ქვეყანა ვართ ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ის, რასაც ვებრძით - მტერი, რუსეთი, რასაც 9 აპრილს ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები.  ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, არის პრინციპული სხვაობები, იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ახალი პოლიტიკის წარმოება გვინდა. ამ ეტაპზე ასეა და ასე ვუყურებთ, არ ვართ ოპოზიციის ალიანსში", - აცხადებს ავდო ამჭავარიანი. 

საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა facebook ლაივში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

ზურაბიშვილი იქვე განმარტავს, რომ ახალი პარტიების გაჩენის და ფორმირების პარალელურად, "მთავარი ბრძოლაა მოსაგები", რისთვისაც ზურაბიშვილის თქმით, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.