რობერტ სტურუას სკანდალური სპექტაკლის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - რამდენი დაიხარჯა განათებაში

09.04.26 18:25
რობერტ სტურუას სკანდალური სპექტაკლის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - რამდენი დაიხარჯა განათებაში

 

 

რობერტ სტურუას სკანდალური სპექტაკლის განათება ხალხს თითქმის ერთ მილიონამდე დაუჯდა. "ვეფხისტყაოსნის" პრემიერისთვის 28 მოძრავ სანათში, პროჟექტორში, ბიუჯეტიდან 820 400 ათასი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. 

ირკვევა, რომ კულტურის სამინისტრომ გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან და ამისთვის თანხმობა ირაკლი კობახიძისგან მიიღო.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს მიეცეს თანხმობა, სპექტაკლის „ვეფხისტყაოსანი" პრემიერის ჩატარების მიზნით საჭირო 28 ცალი მოძრავი პროფილური სანათის/პროჟექტორის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან", - წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. 

 

 

ერთი სანათის შეძენა კულტურის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვით 29 300 ლარი დაუჯდა. კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ამბობს, პრობლემაა, როცა  შესყიდვა განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით, რადგან ეს ნიშნავს, რომ არ ჩატარებულა არანაირი ბაზრის კვლევა და პირდაპირ ერთ კონკრეტულ  კომპანიას გაუფორმეს აღნიშნული  ხელშეკრულება.

ამ შესყიდვას გააჩნია ორი პრობლემა - პირველი არის ის, რომ შესყიდვა განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკებით, გამარტივებული წესით. არ ჩატარებულა არანაირი ბაზრის კვლევა და პირდაპირ ამ კომპანიას გაუფორმეს ეს ხელშეკრულება. ყოველ შემთვევაში საჯარო სივრცეში არ იძებნება ბაზრის კვლევა, რა მოიკლიეს. ამას ემატება ის, რომ სექტემბერში არის შესყიდული ეს საქონელი და პრემიერა გაიმართა აპრილში. საკმაოდ დიდი დრო არის შესყიდვიდან გამოყენებამდე, ამიტომ შესაძლებელი იყო თავისუფლად ჩატარებულიყო ტენდერი, ყოფილიყო ბევრი მონაწილე კომპანია, ყოფილიყო კონკურენცია და დასაბუთებული ყოფილყო საკმადო ძვირადღირებული განათებსი საშუალებებსი შესყიდვა. ეს ინფორმაცია, რაც ახლა დევს შესყიდვების საიტზე, ცალსახად შეიძლება იყოს, რომ კონკურენცია არ იყოს, ჩატარდა ერთ პირთან მოლაპარაკებით, არ იყო ნორმალური ბაზრის კვლევა და ასევე ეს ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს არარაციონალურ ხარჯად", - ამბობს ბესო დონაძე.

რუსთაველის თეატრი კონტრაქტორი კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის, ამბობს, რომ ამაზე კულტურის სამინისტროა პასუხისმგებლობა. რუსთაველის თეატრის დირექტორი, გია თევზაძე პრობლემას ვერ ხედავს ვერც გამარტივებულ შესყიდვაში - "რა მნიშვნელობა აქვს გამარტივებული შესყიდვაა, თუ გაუმარტივებელი?".

რუსთაველის თეატრს პერსონალურად არაფერი არ შეუძლია. შემსყიდველი კი მაგრამ სახელმწიფომ იყიდა, გამოცხადდა ჩვეულებრივად ტენდერივით, დაახლოებით 4-5 წელია აპარატურაზე, არა მარტო განათების, არამედ გახმოვანებისაც. რახან ჩვენ ვდგამდით ამ სპექტაკლს, რომლისთვისაც  აუცილებელი იყო ეს აპარატურა, მხოლოდ ამ სპექტაკლისთვის არ არის, დანარჩენი სპექტაკლებისთვისაც არის, ეს არის მეოთხედი იმისა, რაც სცენაზე კიდია.  

რა მნიშვნელობა აქვს გამარტივებული შესყიდვაა, თუ გაუმარტივებელი. რამდენადაც ვგდამთ ამ სპექტაკლს, გვესაჭიროება და თუ შესაძლებელია ადრე შევიძინოთ და გამოვიყენოთ ეს აპარატურა ამ სპექტაკლში. იმიტომ, რომ ეს პსექტაკლი იყო ძირითადი, დიდი ხანი ვმუშაობდით ჩვენ ამის პრემიერაზე. ეს იყო მოთხოვნა და მემგონი ძალიან სწორად გააკეთა ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, რომ მივიღეთ სპექტაკლი, რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია", - აცხადებს გია თევზაძე.  

კულტურის სამინისტროში წერილობით გვპასუხობენ, რომ გამარტივებული კონტრაქტი ბაზრის კვლევის საფუძველზე დაიდო.

მიმდინარე წლის 6 აპრილს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება.

სპექტაკლს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა.