აფგან სადიგოვის საქმე - რა ელოდება ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევისთვის?

09.04.26 18:34
აფგან სადიგოვის საქმე - რა ელოდება ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევისთვის?

დარგის ექსპერტების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევად მიიღებს. 

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ ხელი შეუშალა ევროსასამართლოს, საქმის სათანადოდ განხილვაში" და ასევე მან საფრთხეში ჩააგდო სადიგოვის სიცოცხლე და უსაფრთხოება. 

გადაწყვეტილება, რომელსაც ევროსასამართლო მიიღებს, ცნობს დარღვევას უპირობოდ, კონვენციის 34-ე მუხლის, რომელიც ნებისმიერ მთავრობას დ ამათ შორის საქართველოს უკრძალავს რაიმე ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური საჩივრის განხილვას ევროსასამართლოს მიერ. სწორედ, დროებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა სტატუს კვოს შენარჩუნებას, სანამ ევროსასამართლო სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ ხელი შეუშალა ევროსასამართლოს საქმის სათანადოდ განხილვაში და ასევე მან საფრთხეში ჩააგდო სადიგოვის სიცოცხლე და უსაფრთხოება. 

ღამის სასამართლო, რომელმაც სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, მან დაარღვია ის პროცედურები, რომელიც მე-3 მუხლის ფარგლებში საქმის განხილვისთვის არის სავალდებულო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს დეტალურად უნდა შეესწავლა, რატომ იყო მიღებული დროებითი ღონისძიება. ნამდვილად შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ შესაძლოა ევროსასამართლომ დამატებით ცნოს მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რაც ეხება მოსამართლის მიერ განხორციელებულ უკანონობას," - განაცხადა ნონა წოწორიამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას დაადგეს, სხვა მუხლებთან ერთად. 

მისი თქმით, შემდგომში საქართველოს მოუწევს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სადიგოვთან მიმართებით, რათა აღადგინოს მისი დარღვეული უფლება, რასაც თვალყურს მიადევნებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

სტრასბურგის სასამართლო უბრალოდ დაადგენს, რომ კონვენციის 34-ე მუხლი, სავარაუდოდ, სხვა მუხლებთან ერთად არის დარღვეული. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, შემდგომში საქართველოს მოუწევს, რომ შეასრულოს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იქნება ეს საკანონმდებლო, თუ ინდივიდუალური, კონკრეტულად სადიგოვთან მიმართებით, რათა აღადგინოს მისი დარღვეული უფლება და ამ სავარაუდო გადაწყვეტილების შესრულებას თვალყურს მიადევნებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი," - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძმემ. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ 5 აპრილს, გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.