დაკავებები და პროტესტი რუსთაველზე - რა ხდებოდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან
ცხრა აპრილის გმირების მემორიალთან მისულ "ოცნების" წევრებს ამ დრომდე ესმით სინდიდის პატიმრების მშობლების ხმები. მონებო, რუსებო, სირცხვილია - ამ შინაარსის შეძახილებით აცილებდნენ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან.
დღეს "ქართული ოცნების" ვერც ერთმა წარმომადგენელებმა გაბედა რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ საკუთარი მოქალაქეებისთვის. ისინი რუსთაველზე უსაფრთოების ზომების გაძლიერებულ პირობებში მივიდნენ და იქაურობაც ანალოგიურად დატოვეს.
37 წლის მანძილზე ეს პირველი შემხვეევა, როცა 9 აპრილს პარლამენტთან დაკავებები იყო. პირველი, ვისაც ხელბორკილები დაადეს შაკო ბაღდოშვილია. ბიჭი, რომელიც აქტივისთების თქმით, პროვოკატორის განეიტრალებას ცდილობდა, მათივე განცხადებით, ჯერ ძალადობის მსხვერპლი გახდა და ბოლოს კი დაიჭირეს.
ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე შეკრებილმა უწყვეტი აქციების მონაწილეებმა შემთხვევიდან მალევე მოახდინეს პროვოკატორების იდენტიფიცირება. მათი დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგეობებშია დასაქმებული. იდენტიფიცირებულია ზაზა ნიშნიანიძე და საბა ხაჯალია.
შაკო ბაღდოშვილის დაკავების შემდეგ, აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. პოლიციამ მას ჯერ შენიშნა მისცა ოცნების წევრების მიერ მოტანილი ყვავილების გადაადგილების გამო ბოლოს კი ივანიშვილის შეურაცხყოფა არ აპატიეს.
დაპირისპირებიტ დასრულა მემორიალთან კულტურის მინისტრის მოადგილის გამოჩენა. ბექა დავითულიანმა, დღეს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც მას რუს მონას ეძახდა, ადგილიდან მოისროლა.
ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ვითარება რამდენჯერმე მაშინ დაიძაბა როცა ადგილზე ივანიშვილის გუნდის წევრები გამოჩნდნენ. დღეს საკუთარი თვალით ხედავდა მხარეებს შორის დაპირისპირებას საპატრიარქო. ამიტომ პირველები დავინტერესდით, აპირებს თუ არა წმინდა სინოდი და მეუფე შიო სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით ოცნებას მიმართოს, ის თავად ამბობდა რომ ასეთი მცდელობა მანამდე ეკელსიას სამჯერ ჰქონდა.
შეძლებს თუ არა მეუფე შიო რომლეიც პატრიარქობისთვის იბრძვის ჰუმანური აქტი მიაღებინოს "ოცნებას" ჯერ უცნობია. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მცდელობას საპატრიარქო არ დააკლებს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.