ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად ემზადება - საქართველო კანდიდატებს შორის არ არის

09.04.26 21:17
ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად ემზადება - საქართველო კანდიდატებს შორის არ არის

ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე - პოლონეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. პრიორიტეტებია უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.   მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებას - ეს არის პოლონეთის პოზიცია. ვარშავა მხარს უჭერს ევროგაერთიანების გაფართოებას, თუმცა არა კანდიდატის ქვეყნების მიმართ მოთხოვნების შემსუბუქების ხარჯზე. 

საქართველო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა იყო და  უკრაინა და მოლდოვა ჩვენი ქვეყნის რეფორმების ტემპს ყოველთვის ჩამორჩებოდნენ, ქართული ოცნების პოლიტიკამ კი ყველაფერი შეცვალა. იკარგება არა მხოლოდ ევროკავშრის წევრობის პერსპექტივა, არამედ ისიც რაც ამ გზაზე ქვეყანამ აქამდე მოიპოვა.

ქვეყანა კარგავს პარტნიორებსაც. პოლონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და აქტიური მხარდამჭერი იყო - არამხოლოდ სიტყვებით, ქმედებებითაც. პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო ერთ-ერთი ის ლიდერი, ვინც ქართველი ხალხის გვერდით სიცოცხლის რისკის ფასად, ყველაზე მძიმე დღეებში იდგა. ახლა ვარშავა საქართველოს ევროპული სივრცის წევრად საერთოდ აღარ განიხილავს.

დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.