ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

09.04.26 19:41
 ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.