17 უწყება გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების დამალვაშია მხილებული

09.04.26 20:41
17 უწყება გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების დამალვაშია მხილებული

17 უწყება გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების დამალვაშია მხილებული. სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში კანონის მიხედვით კონტრაქტი 10 დღეში უნდა გამოაქვეყნონ, მაგრამ ასე არ ხდება - ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა, როდიდან შეწყვიტეს უწყებებმა ხელშეკრულებების გასაჯაროვება. ირკვევა, რომ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს არასდროს გამოუქვეყნებიათ კონტრაქტები.

ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, სუსმა კონტრაქტების გამოქვეყნება 2018 წელს შეწყვიტა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019-ში, 2024 წლიდან კი გამარტივებულ შესყიდვების ხელშეკრულებებს აღარც თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.რატომ უმავალენ ხალხს, რაში იხარჯება ხალხის ფული. კორუფციის მკვლევარებს დამალული ხელშეკრულებები არ ერთ ეჭვს უჩენს. 

კონტრაქტებისგან განსხვავებით შესყიდვების სისტემაში ქვეყნდება წერილები თანხმობაზე, რომ უწყებამ ფული კონკურსის გარეშე დახარჯოს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 5 წელში შსსმ 597 ასეთი შესყიდვა მოითხოვა. აქედან  18 - მილიონზე მეტი ღირებულების იყო. მთავრობამ 31 , სუსმა - 54 შესყიდვა ჩაატარა გამარტივებული წესებით.  უცნობია, რა პირობებით და ვინ იღებდა ამ კონტრაქტებით ბიუჯეტის ფულს.

რა აქვთ დასამალი განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს? - მკვლევარები წლებია აკვირდებიან შესყიდვების ტენდენციებს და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ კონკურენცია გააქრო. გამარტივებული წესით კონტრაქტების გაფორმება უკვე ზრდის კორუფციის  რისკებს, რადგან კომპანია ბიუჯეტის ფულს ყოველგვარი ტენდერის გარეშე იღებს.  

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.