"პირველების" ინფორმაციით, ნაცემ აქტივისტს გამოკითხვაზე სასწრაფოს დახმარება დასჭირდა

09.04.26 20:06
"პირველების" ინფორმაციით, ნაცემ აქტივისტს გამოკითხვაზე სასწრაფოს დახმარება დასჭირდა

"პირველების" ინფორმაციით, ნაცემ აქტივისტს გამოკითხვაზე სასწრაფოს დახმარება დასჭირდა. "ტვ პირველმა" გადაიღო კადრები, თუ როგორ წავიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა ძველი თბილსის განყოფილებიდან, სადაც  უკვე 4 საათია 9 აპრილის მემორიალთან დასისხლიანებული შაკო ბაღდოშვილი იმყოფება. ის რუსთაველიდან პირდაპირ ხელბორკილებით მიიყვანეს. არადა მოქალაქეები ამბობენ, რომ ბაღდოშვილი თავად გახდა პროვოკატორებისგან ძალადობის მსხვერპლი. 

ის, რომ შაკო ბაღდოშვილს სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროებოდა, ამას "პირველებთან" საუბარში ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. 

ჩვენ ვნახეთ 9 აპრილის მეომორიალთან , ოცნების მხრიდან, თავისუფალ მოქალაქეებზე მიშვებული ტიტუშკები, რომლებმაც გამოიყენეს ძალა, სწორედ მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე, ვნახეთ შაკო, რომელსაც თავად ჰქონდა მიყენებული დაზიანებები და ცხვირიდან სისხლო სდიოდა, თუნდაც დაკავების მომენტში, ჩვენ ვუყურეთ პროცესს, როდესაც დაზარალებული, ადამიანი, რომელსაც ამ დრომდე სამედიცინო მომსახურების გაწევაც ესაჭიროებოდა, არის განყოფილებაში და მიმდინარეობს მისი გამოკითხვა. ამ დრომდე, ჩვენთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს მისი გამოკითხვა, ეს არის ადმინისტრაციული თუ სისხლის მიმართულება", - ამბობს ადვოკატი. 

“პირველების“ ინფორმაციით, შაკო ბაღდოშვილთან ამ წუთებში ძველი თბილისის განყოფილებაში სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შევიდა.

ცოტა ხანში გაირკვევა, რა მუხლით წაუყენებენ ბრალს ახალგაზრდა აქტივისტს. მის სისხლიან ტანსაცმელს კი ექსპერტიზაზე გაგზავნიან. აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულ აქტივისტის წინააღმდეგ საქმე სწორედ სისხლის სამართლის კოიდექსით აღძრან. 

ამავე განყოფილებაში მიმდინარეობს იმ პირის გამოკითხვაც, რომელსაც ხალხი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს - ეს საბა ხაჯალიაა.  არსებული ცნობით, რუსთაველზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების  ფაქტზე სამი პირია დაკავებული. აქტივისტები ამბობენ, რომ მიგზავნილი "ტიტუშკები" მოქალაქეებს შეგნებულად აყენებდნენ შეურაცხყოფას, ამ დროს კი პოლიცია პრაქტიკულად არ რეაგირებდა.