"ქოცების მოგზავნილი ტიტუშკების მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ჩვენ თავს ვიცავდით" - კოკო მიქაია გამოკითხვაზე მივიდა

09.04.26 20:17
"ქოცების მოგზავნილი ტიტუშკების მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ჩვენ თავს ვიცავდით" - კოკო მიქაია გამოკითხვაზე მივიდა

კოკო მიქაია გამოკითხვაზე მივიდა - სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე დაიბარეს.

როგორც მიქაია "პირველებთან" აცხადებს, პროტესტის მონაწილეებს დღეს "ოცნებამ" "ტიტუშკები" მიუგზავნა და სწორედ ამას მოჰყვა ადგილზე დაპირისპირება 

ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავდით- ამბობს სამოქალაქო აქტვიისტი. 

პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ქოცების მოგზავნილი ტიტუშკების მხრიდან, ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავდით. მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი. არ ვაპირებ დავიმალო, ან რამე მსგავსი, ერთ-ერთზე გამოხტომა იყო, რომელსაც დიდი ხანია შევეჩვიეთ, არ არის ჩემთვის ახალი, ერთი ჩვეულბრივი სამუშაო დღეა, ასე აღვიქვამ ამ ყველაფერს. უკვე წელიწადნახევარია, გარეთ ვართ და ამას ყოველდღე აკეთებენ, ამ ხალხს უმეორებენ, რომ ჩვენ ვართ დახელფასებულები, უსამშობლოები, მარგინალიზაციას ეწევიან საზოგადოების, რომელმაც თავი გადადო საკუთარი სამშობლოსთვის, ყველანაირ რეპრესიებს ვუძლებთ, ყველაფერზე წავედით იმისთვის, რომ სამშობლო გადავარჩინოთ, მაგრამ პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიღაცებს გულწრფელად სჯერათ ამისი და ამიტომ ღიზიანდებიან ჩვენი იქ დგომით, ვიღაცები უბრალოდ თვითონ არიან რეალურად დაფინანსებულები, ამიტომ კადრულობენ ასეთ ამორალურ საქციელს, ჩვენ კი ვიბრძვით, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, აქედანაც რუსთაველზე წავალ", - ამბობს კოკო მიქაია.