სადიგოვის საქმე - რა ელოდება ქვეყანას ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევისთვის?
რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედური ღონისძიების დარღვევის გამო? აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგი პირველ განმარტებას აკეთებს. "ნეტგაზეთისა" და რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ პასუხში ევროსასამართლოს პრესამსახური განმარტავს, რატომ ჰქონდა სადიგოვის სხვა ქვეყნის გადაცემა აკრძალული ოფიციალურ თბილისს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მისი გაძევებისთანავე მიმართეს. ახლა უფლებადამცველები ოფიციალური პასუხის მოლოდინში არიან. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვის გაძევება დაუშვებელი იყო.
ევეროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე პირველებს უყვება, რომ დროებითი ღონისძიების მთავარი მიზანი, აფგან სადიგოვის დაცვა იყო. არსებობს რეალისტური მოლოდინი, რომ სტრასბურგის სასამართლომ 34-ე მუხლის დარღვევა დაადგინოს , რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მას საქმის სათანადოდ განხილვაში ხელი შეუშალა.
აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი საქართველოდან 5 აპრილს, დილის 4 საათზე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვი ჯერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავა, შემდეგ კი ღამით გამართულ სასამართლოზე ქვეყნიდან გააგძევეს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.