რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე, შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ - მეუფე იაკობი

09.04.26 23:34
რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე, შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ - მეუფე იაკობი

რომ არა ღმერთი დღეს საქართველოში ეს მშვიდობა არ იქნებოდა, ომი რომ არ არის, ღმერთის საჩუქარია და ამას მივხვდეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მაღალმა იერარქმა დღეს ამბიონიდან თქვა, რომ მთავარია ქართველები ერთმანეთს, ბავშვებს და  ახალგაზრდებს გაუფრთხილდნენ და ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.

ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ქართველები, ნურავინ ნუ ვიფიქრებთ ვინმე ვინმეზე მეტია. რომ არა ღმერთი დღეს საქართველოში ეს მშვიდობა არ იქნებოდა, ომი რომ არ არის, ღმერთის საჩუქარია და მაგას მივხვდეთ. რაღა დარჩა ღალატამდე და ღალატის აღსრულებამდე, შევეცადოთ, რომ არ განვიკითხოთ არავინ, გავყვეთ უფლის გზას, ქრისტეს გზას, ადამიანებიც გვაჩვენებენ ხოლმე, ბაძავენ თავიანთი ცხოვრებით და ბევრი გვყავდა საქართველოში. მთავარია ღმერთი ვის შეაქებს. დიდი ის არის, ვინც ღმერთთანაა. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვებს, ახალგაზრდებს გავუფრთხიდლეთ, - თქვა მამა იაკობმა ქადაგებაში.