სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო ბაღდოშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა - პირველი კომენტარი

10.04.26 00:12
სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო ბაღდოშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა - პირველი კომენტარი

სამოქალაქო აქტივისტმა, შაკო ბაღდოშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა. მან ძველი თბილისის სამმართველოში, თითქმის, 7 საათი გაატარა.

მან ის დეტალებიგაიხსენა, რომელიც დაკავებამდე მოხდა და თქვა, რომ პარლამენტთან მომხდარ შეხლა-შემოხლას 7 -საათიანი გამოძიება არ სჭირდებოდა. 

მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, უბრალოდ ვინ ვინ არის ამ საქმეში, ვინ დაზარალებული და ვინ მომჩივარი, ვინ მოწმე, გაუგებარია. 7 საათი ვისხედით ერთმანეთის პირისპირ და მერე ერთმანეთი უნდა ამოგვეცნო. სრული ფარსი იყო. ეს იყოდ ადგმის ინსცენირება, როგორ შეიძლება 7 საათი უყურებდე ადამიანს და ის ვერ ამოიცნო. ამოცნობის ოთახიდან მესმოდა, რომ ეს არის შალვა ბაღდოშვილი, ისინი გავგინებდნენ, გვაფურთხებდნენ, ანუ დაზარალებულების როლში იყვნენ, - ამბობს ბაღდოშვილი.

სახალხო დამცველის ყოფილი მაოდგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, რომელიც განყოფილებაში ბაღდოშვილის ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ ერთი სტატუსი აქვს - მოწმის.

ჩატარდა ამ საქმეში ამოცნობა, რომლის ოქმსაც ხელი არ მოვაწერეთ, გავაკეთე შესაბამისი შენიშვნა, რომ შლვა როდესაც აქ გადმოიყვანეს იმ აადმიანებთან იმყოფებოდა დიდი ხნის განმავლობაში. თუ მართლსამჯულება უნდა დადგეს, ეს უდან დასრულდეს ამათ სასარგებლოდ, რადგან მათ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

მსგავსი სიახლეები