უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამისად იმოქმედებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას პასუხობს, დაახლოებით დღე-ნახევრიანი „სააღდგომო ზავის“ გამოცხადების შესახებ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხალხს სჭირდება უსაფრთხო აღდგომა და რეალური წინსვლა მშვიდობისკენ, რუსეთს კი აქვს შანსი, რომ დარტყმებს აღარ დაუბრუნდეს აღდგომის შემდეგაც.
უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სიმეტრიული ნაბიჯებისთვის. წელს აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.