"მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა" - "ხარებას" პირველი კომენტარი
გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი მისსა და ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორ გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვას შორის დაპირისპირებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ისაკ, იგივე გიორგი უბილავა სპეცრაზმელებს არ უცემიათ.
გდდ-ს ყოფილმა შეფმა პირველი კომენტარი დღეს "პირველებს" მისცა.
"მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა" - ამბობს "ხარება" შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრზე და ირწმუნება, რომ "ეს სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის"
უბილავას დასისხლიანებული ფოტო ანონიმურმა წყარომ "ტვ პირველს" დაპირისპირების შემდეგ მიაწოდა - "ხარება" კი ამბობს, რომ ისაკ უბილავას უბრალოდ სისხლი უსვია სახეზე.
რა უბილავა, ვინ უბილავა? ვინ არის ნაცემი, ნაცემი გინახია შენ საერთოდ? მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა. მე არაფერი არ ვიცი.
ეგ სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის. ეტყობა ყველაფერს. მე რაც ვნახე სისხლი უსვია ადამიანს სახეზე.
(ჟურნალისტი: ვიქტორ ჯაფარიძის დაჯგუფებაც ემუქრებოდა და შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ?) მოდი რა ამ საკითხზე მე ნუ მელაპარაკებით საერთოდ, ჩემი საქმე ეს არ არის. მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა", - აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ხარება" ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ შინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილსა და ზვიად ხარაზიშვილს შორის ზავი დაიდო. ამიტომ დღეს "პირველებმა" გდდ-ს ყოფილ უფროსს ჰკითხა, დაირღვა თუ არა ზავი?
რა ზავი დავდეთ, რომელ ზავზე მელაპარაკებით? (ჟურნალისტი: შერიგდით ბატონო ზვიად? )არ არის თქვენი საქმე, მე არავისთან არც კონფლიქტი მქონია, არც შერიგება და არც მსგავსი არაფერი", - ამბობს " ხარება".
- ცნობისთვის, ნაცემია ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი, ისაკ, იგივე გიორგი უბილავა. ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი სინჯიკაშვილის გარემოცვისლიდერს ჩასაფრება გუშინ ღამით დიდ დიღომში, გდდ-ს ყოფილი შეფის, ზვიად ხარაზიშვილის სპეცრაზმელებმა მოუწყვეს.
"პირველები" დილიდან ცდილობს გიორგი უბილავასთან დაკავშირებს, ის სატელეფონო ზარებს პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
ჩვენ ასევე გვქონდა მცდელობა ინფორმაცია გიორგი შინჯიკაშვილთანაც გადაგვემოწმებია, თუმცა ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არც მას სურს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლიან გარჩევაში რამდენიმე პირი ფიგურირებს.
- ცნობისთვის, გიორგი უბილავას გვარი ფიგურირებს 2024 წელს, პროევროპული აქციების მონაწილეების ცემაში გმირთა მოედანზე, ასევე ხარებას დაჯგუფების წევრის დაჭრში.
არსებული ინფორმაციით, უბილავამ შინჯიკაშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის წინ ქვეყანაც დატოვა, თუმცა ორივე მათგანი საქართველოში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ "ხარება" ერთი წელია შურისძიებას აანონსებს, რადგან სწორედ სინჯიკაშვილის დაჯგუფებამ 2025 წლის გაზაფხულზე სასტიკად სცემა ორი სპეცრაზმელი.