9 აპრილის მემორიალთან დაკავებული კაცი სასამართლომ 10-დღიან პატიმრობაში გაუშვა
გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს, შოთა ოდიშვილს, სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.
მისი თქმით, შუახნის კაცი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა.
მოსამართლე ცეკვავამ, წითელ პარასკევს ადამიანი 10 დღით გაუშვა პატიმრობაში", - წერ მარიკა არევაძე.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ კაცი მაშინ დააკავა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან "ქართული ოცნების" ლიდერების მიტანილ გვირგვინის გატანას ცდილობდა.
აქტივისტების თქმით, დაკავებულმა ბიძინა ივანიშვილს მოღალატე უწოდა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელს შეაგინა.