ლარსზე კილომეტრიანი საცობია

10.04.26 16:57
ლარსზე კილომეტრიანი საცობია

კილომეტრიანი საცობი ლარსზე - რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის და უამინდობის გამო, უღელტეხილზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკია.

გადაადგილება შეუძლებელია, როგორც ლარსის, ასევე ჯვრის უღელტეხილის მიმართულებით.  გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით დაწესდა შეზღუდვები ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.