კობა ხაბაზის პირველი კომენტარი ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე
კობა ხაბაზის პირველი კომენტარი ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე - პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში ორი წელი იბრძოდა, "პირველებთან" ამბობს, რომ არ უკვირს რომ რუსეთის ფედერაციამ ის მტრად გამოაცხადა.
მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა - ამბობს კობა ხაბაზი.
დიახ, მე უნდა მისჯიდეს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა სასჯელს. დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. დიახ მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა და ყოველთვის ვიბრძოლებ, იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს უკრაინა. ეს არის ჩემთვსი საამაყო, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს, ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ძმები რომელაშვილებსი წინაშე, ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ", - ამბობს კობა ხაბაზი.
ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ 58 წლის საქართველოს მოქალაქე კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით. ამჟამად მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.