გააძლიერეთ ზეწოლა ივანიშვილზე და გამოავლინეთ "ოცნების" საეჭვო კავშირები - პოლიტიკური გზავნილები ვაშინგტონიდან

10.04.26 20:27
გააძლიერეთ ზეწოლა ივანიშვილზე და გამოავლინეთ "ოცნების" საეჭვო კავშირები - პოლიტიკური გზავნილები ვაშინგტონიდან

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი, ტვ პირველთან ინტერვიუში ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, კარგად დაფიქრდეს, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ფორმით ურთიერთობის აღდგენაზე დაიწყებს ფიქრს.

კრამერის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკის პირობებში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა პრაქტიკულად გამორიცხულია. მისი თქმით, არსებული ვითარება ვაშინგტონს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ავალდებულებს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ რისკი არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომუნიკაციის დონეზეც. მისი განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური ხასიათის კომუნიკაცია საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

დევიდ კრამერის თქმით, სწორედ ამიტომ, ტრამპის ადმინისტრაციამ თბილისთან შესაძლო ურთიერთობის ნებისმიერ ფორმაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა რისკი დეტალურად უნდა გაითვალისწინოს.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.