უწყვეტ პროტესტს 500 დღე შეუსრულდა
დღეს უწყვეტ პროტესტს 500 დღე შეუსრულდა - მრგვალი თარიღი შაბათის ტრადიციულ მარშს ემთხვევა.
დღეს მოქალაქეები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და და მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ.
ამ კვირის შაბათი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა, ამიტომ სამოქალაქო აქტივისტები ამ საღამოს ერთად, სანთლებით ხელში რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან.
11 აპრილს, წინააღმდეგობის მე-500 დღეა.
500 დღეა, რაც გრძელდება უწყვეტი პროტესტი.
500 დღეა, რაც ვდგავართ ერთად, მტკიცედ და შეუპოვრად.
სწორედ ამ ერთიანობამ შეგვაძლებინა წინააღმდეგობის შენარჩუნება.
სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა!
დაყოფილი ხალხი ნიშნავს დაუცველ საქართველოს.
ამიტომ ცდილობს ივანიშვილი ჩვენს დაყოფას და დაპირისპირებას.
მაგრამ ჩვენ ვიცით: როცა ხალხი ერთ მუჭად არის შეკრული — ქვეყანა დაცულია.
11 აპრილს, წინააღმდეგობის მე-500 დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად გამოვიდეთ,
და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება!", - ნათქვამია დრევანდელი დღის მარშის განცხადებაში.