მედია: ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - სომხური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი ქუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები ავარიის ზუსტ გარემოებებსა და მიზეზებს ადგენენ. გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.