"მეტირება, ცეცხლი უკიდია ყველაფერს, აღარაც აღდგომა მინდა და არაფერი" - სააღდგომოდ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მომატებულია

11.04.26 13:49
"მეტირება, ცეცხლი უკიდია ყველაფერს, აღარაც აღდგომა მინდა და არაფერი" - სააღდგომოდ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მომატებულია

 

 

წინასააღდგომოდ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მომატებულია - აგრარულ ბაზარში მისული მოქალაქეები "პირველებს" ეუბნებიან, რომ სააღდგომო სუფრის გასაწყობად ასობით ლარია საჭირო.   

ერთი კილოგრამი ხორცის ფასი 35 ლარამდე მერყეობს. მომატებულია ყველის და ხილ-ბოსტნეულის ფასიც. ბაზარში გასული ხალხი ამბობს, რომ სახლებში ნახევრად ცარიელი ჩანთებით ბრუნდება.

სასწაული ფასებია, აღარც აღდგომა მოგინდება და არც არაფერი ადამიანს. გაორმაგებული და გასამმაგებულია ფასები. დავუშვათ, ტარხუნა ღირდა 1 ლარი და ახლა 2 ლარია. მეუღლე მყავს დაღუპული, მინდა საფლავზე რაღაც გავიტანო, ხაჭაპურს რომ ვერ გამოაცხობ, რაღა უნდა თქვა", - ამბობს მოქალაქე. 

ძვირია ყველაფერი, მეტირება, ცეცხლი უკიდია ყველაფერს. როგრო შეიძლება ასე, ცოდვაა ხალხი, ყვეალფერი გაძირებულია. ახალი კატოფილი 14 ლარია. იმ პენსიის ფულით წამლები ვიყიდო თუ პროდუქტები ვიყიდო, შეიძლება ასეთი რამე? - ამბობს პენსიონერი. 

კატასტროფა ხდება. წიწმატი ვიკითხე და 2 ლარი. მწვანილებში დაგეხარჯება ადამიანს მთელი ფული. ვფიქრობდი, კაი ხორცი არა-თქო, მარა ერთი პეროდი მაინც გამოვაცხო-თქო, მაგრამ ვერ... პასკა და კვერცი ვიყიდე მარტო და თევზი", - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები