იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა.
ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის მომლოცველები საქართველოდანაც არიან.
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს ჩამოვა. საპატრიარქოსს დელეგაციის სპეცრეისი იერუსალიმიდან თბილისში დაახლოებით 23:00 საათზე დაეშვება. ამის შემდეგ ზეციურ ცეცხლს სიონის საპატრიარქო და სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. სააღდგომო ლიტურგიას სიონში გაუძღვება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველო პირველად ხვდება აღდომას პატრიარქის გარეშე.